
დასრულდა სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხულო-ღორჯომის სატყეოს კვარტალ ნაფლატში სადაც მოეწყო 1300მ ახალი და შეკეთდა 700მ არსებული გზა,კვარტალ საფილეთში მოეწყო 800მ ახალი და შეკეთდა 1200მ არსებული გზა.ზეგნის სატყეოს კვარტალ დიდი რიყეთში მოეწყო 400მ ახალი სატყეო სამეურნეო გზა,კვარტალ N-2-ში მოეწყო 400მ ახალი და შეკეთდა 500მ არსებული გზა. ხიხაძირის სატყეოს კვარტალი N-18-ში მოეწყო 1500მ ახალი და შეკეთდა 300მ არსებული გზა.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო სუბალპური ტყეების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით 2013 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში, წარმატებით დასრულდა ნაძვის დიდი ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერების - რიზოფაგუსების გამოყვანის პირველი ეტაპი, რომელთა ჩასახლება განხორციელდა ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციების ლაფანჭამიათი დაზიანებულ ტყის კორომებში.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო , რეგიონის მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ტყის ფონდში სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობას.
გზის მშენებლობა შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ჭვანის სატყეო კვარტალი Ν16 (ხეფუტკარა) და Ν6.(საგომია)
2017 წლის 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვის ,,ცნობიერების ამაღლების ორგანიზების“ ფარგლებში ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტყის ფონდში განხორციელდა 50 ძირი ფიჭვის ნერგების გაშენება. ნერგების გაშენებაში მონაწილეობას ღებულობდა ქ. ბათუმის ,,XXI საუკუნის“-ის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეეები, რომლებსაც ასევე ბუნებაში ჩაუტარდათ ლექცია სემინარები.