სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ-დაავადებათა სამსახურის მიერ ტყის სანიტარული მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ აჭარის ტყის ფონდში არსებული წაბლნარები 100% დაავადებულია, რომლის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო (Gryphonectria parasitia),რომელიც დასახლებულია მურა ლაქის სახით წაბლის ფოთოლზე, ტოტებზე და ფესვებზე, მისი გავრცელებისა და ინტენსივობის ხარისხი განპირობებულია სხვადასხვა ხელშემწყობი ბიოტური, აბიოტური და ანტროპოგენული ფაქტორებით.
ტყის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
2014 წელს, წიწვოვანი კორომების სანიტარული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ხულოს (2640 ცალი), შუახევის (2610 ცალი) და ქობულეთის (750 ცალი) წიწვოვანი ტყის კორომებში მბჭდავი ქერქიჭამიასა Ips typogphus და კენწეროს ქერქიჭამია Ips acuminatus წინააღმდეგ განთავსებული იქნა 6000 ათასი ცალი მწერსაჭერი (ხაფანგი) ფერომონთან ერთად.
სააგენტოს მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში გამოყვანილი იქნა სასარგებლო მწერები: ნაძვის დიდი ლაფანჭამიას, წინააღმდეგ -რიზოფაგუსი(Rhizophagus grandis) და მბეჭდავი ქერქიჭამიასა და კენწეროს ქერქიჭამიას წინააღმდეგ - ფორმიკარიუსი(Thanasimus formicarius), რომელიც ჩავასახლეთ აღნიშნული მავნებლებით დასახლებულ ნაძვნარ-სოჭნარ კორომებში, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ სასარგებლო მწერის(ენტომოფაგის) კალოსომა-ს (Calosoma sycophanta) გამოსაყვანად.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვისა და მონიტორინგის სამსახურები ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს სატყეო ადმინისტრაციებში ატარებს ტრენინგებს, ადმინისტრაციების მიხედვით საშტატო ერთეულით განსაზღვრული ყველა თანამშრომლის თანდასწრებით, სადაცგანიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებებში,
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის
ოქმი N3