სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის ტყის დაცვის სპეციალისტებთან ერთად, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს თიკერის სატყეოში გაშენებული ენერგეტიკული ტყის კულტურებში ნიადაგის აგროქიმიური შემადგენლობის ხარისხის გაუმჯობების მიზნით მინერალური სასუქებისა და ბიოსტიმულატორების შეტანას. პარალელურად მიმდინარეობს ვერხვნარ კულტურებზე შესწავლილი სოკოვანი დაავადებისა და მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატებით დამუშავება.
27.02.2015 მოსახლეობის მიერ სოციალური ჭრებით ხე-ტყის ათვისების ხელშეწყობის მიზნით სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილია 25 კილომეტრი ახალი სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით გაყვანილია 2,9 კილომეტრი ახალი გზა, მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოები ძირითადათ სრულდება აჭარის სატყეო სააგენტოს კუთვნილი 5 ერთეული ბულდოზერებით.
გზების მშენებლობის მიმდინარეობა შუახევის სატყეოს ადმინისტრაციის ჭვანის სატყეოს კვარტალ #42-ში და ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხიხაძირის სატყეოს კვარტალ #18-ში (სასკისხევში) დაათვალიერეს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ჯუმბერ აბულაძემ, ტყის მართვის სამსახურის უფროსმა ავთანდილ მახარაძემ და გზების მშენებლობის სპეციალისტმა ჯიმშერ დიასამიძემ.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ-დაავადებათა სამსახურის მიერ ტყის სანიტარული მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ აჭარის ტყის ფონდში არსებული წაბლნარები 100% დაავადებულია, რომლის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო (Gryphonectria parasitia),რომელიც დასახლებულია მურა ლაქის სახით წაბლის ფოთოლზე, ტოტებზე და ფესვებზე, მისი გავრცელებისა და ინტენსივობის ხარისხი განპირობებულია სხვადასხვა ხელშემწყობი ბიოტური, აბიოტური და ანტროპოგენული ფაქტორებით.
ტყის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
2014 წელს, წიწვოვანი კორომების სანიტარული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ხულოს (2640 ცალი), შუახევის (2610 ცალი) და ქობულეთის (750 ცალი) წიწვოვანი ტყის კორომებში მბჭდავი ქერქიჭამიასა Ips typogphus და კენწეროს ქერქიჭამია Ips acuminatus წინააღმდეგ განთავსებული იქნა 6000 ათასი ცალი მწერსაჭერი (ხაფანგი) ფერომონთან ერთად.
სააგენტოს მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში გამოყვანილი იქნა სასარგებლო მწერები: ნაძვის დიდი ლაფანჭამიას, წინააღმდეგ -რიზოფაგუსი(Rhizophagus grandis) და მბეჭდავი ქერქიჭამიასა და კენწეროს ქერქიჭამიას წინააღმდეგ - ფორმიკარიუსი(Thanasimus formicarius), რომელიც ჩავასახლეთ აღნიშნული მავნებლებით დასახლებულ ნაძვნარ-სოჭნარ კორომებში, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ სასარგებლო მწერის(ენტომოფაგის) კალოსომა-ს (Calosoma sycophanta) გამოსაყვანად.