WWFკავკასიის წარმომადგენლობამ პროგრამის ,,სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესება, ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის“(ENPI FLEG2)-ფარგლებში ახალი პროგრამა განახორციელა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ს. ბოძაურის მიმდებარედ ტყის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა. პროექტი შემუშავებული იქნა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს ჩართულობით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს იგეგმება, გარემოს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კავკასიის წარმომადგენლობისა და აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა ერთობლივი შეხვედრა სოფ. ბოძაურის მოსახლეობასთან პროექტის შედეგების განხილვისა და საბოლო შეთანმების მიზნით.
გთხოვთ, დაინტერესებულ მხარეებს პროექტის ფარგლებში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და კომენტარები.
Environmental and Social Management Plan
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საქართველო) შერჩეულ ადგილზე სუბ-ალპური მთის ტყეების აღდგენის
გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა
ტყის აღდგენის ბუნებრივი პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, იქ სადაც იყო წიწვოვანების მასიური ხმობა და ჩატარდა სანიტარული ჭრები: ბესელაშვილები, ბუთურაული და ნიგაზეული, განხორციელდა დეგრადირებული ტყის უბნების შემოღობვა, ტყის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით. შემოიღობა ჯამში 100 ჰაზე მეტი ტყის ფართობი. შემოღობვამდე უბნები გაიწმინდა ნარჩენებისა და სარეველებისაგან, მომზადდა ნიადაგი და მიღებულ იქნა სხვა საჭირო ზომები. თითოეულ უბანთან დამონტაჟდა ბანერები.
2022 წლის 22, 23 და 24 ივნისს სსიპ აჭარის სატყეო საგენტო მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში I სამუშაო ჯგუფის „ტყის აღდგენა და დაცვა“ დაგეგმილ ღონისძიებებს.
დღის წესრიგის შესაბამისად პირველი დღე დაეთმო სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოში ვიზიტს. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები , როგორც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსსიპ დაცული ტერიტორიების, ასევე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შედეგების განხილვისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება და მსჯელობა ტყის დაცვის, ტყის მოვლა-აღდგენისა და ტყის მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.
პროექტი „ტყის ხელუხლებელი კორომების შენარჩუნება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ფაზა III”
აჭარაში იწყება ახალი პროექტი „ტყის ხელუხლებელი კორომების შენარჩუნება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ფაზა III”, რომელსაც განახორციელებს ააიპ „თემი და გარემო“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ფონდი AAGE V. Jensen Naturfond.
პროექტი ითვალისწინებს აჭარაში არსებული ტყის ხელუხლებელი კორომების დაცვასა და შენარჩუნებას ტყის აღდგენის ბუნებრივი პროცესის ხელშეწყობით, კერძოდ, სულ მცირე 4 კორომის (დაახლოებით 100 ჰექტარი) შეღობვის და მოვლის სათანადო ღონისძიებების გატარების გზით. წარმოდგენილი პროექტი შემუშავდა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და „თემი და გარემოს“ შორის 2018 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ხელუხლებელი კორომების წარმატებით შენარჩუნებას.