ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans), ოლიგოფაგი _მავნებელია. საქართველოში გასული საუკუნის 1956 წელს გავრცელედა, ჯერ ბორჯომის ხეობაში, ხოლო შემდგომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელმაც თავისი უარყოფითი ზემოქმედებით ნაძვნარებს დიდი ზიანიმიაყენა.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ტერიტორიული სატყეო ადმინისტრაციების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად სატყეო სააგენტოს ბიუჯეტიდან 595000 (ხუთასოთხმოცდათხუთმეტიათასი) ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება
კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადდა. ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP), გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს,CENN-ის და ეროვნული სატყეო სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, ერთობლივი ინიციატივით, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. გეგმა ითვალისწინებს, მავნე მწერის ბზის ალურას სრულ ლიკვიდაციასდა ბზის კულტურების გადარჩენას.
15-17 აპრილს თურქეთში ქ. ართვინში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე ,სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ ნაკაშიძე,სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი თემურ ქურიძე,სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.შეხვედრა გაიმართა ქ.ართვინის სატყეო სამმართველოს წარმომადგენლებთან.შეხვედრაზე განხილული იქნა ტყის მართვის,მოვლისა და დაცვის საფეროში ერთობლივი სამომავლო გეგმები.დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ქ. ართვინისა და არტანუჯის ტყის მავნებელ დაავადებათა კვლევის ლაბორატორია და სანერგე მეურნეობები.