დასრულდა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის შენობის სარეალიბიტაციო სამუშაოები, რაზედაც 77000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი იქნა გახარჯული.
საქართველოს ნაძვნარებში ქერქიჭამიების მასიური გავრცელება და მათ მიერ გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შედეგები ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისიდან არის ცნობილი. პროფესორ ვინოგრადოვ-ნიკიტინის და ზაიცევის შრომაში ,,მასალები კავკასიის ქერქიჭამიების შესწავლისათვის“ აღნიშნულია, რომ 1904 წელს ბორჯომის ტყეებში არსებობდა ქერქიჭამიების ძლიერი კერები და ბრძოლის ჩატარების მიზნით გამოყვეს 4000 ძირი საჭერი ხე, რომლებიც მავნებლის მოსპობის მიზნით თავის დროზე არ იყო მოჭრილი და გაქერქილი, რამაც მავნებლის განადგურების ნაცვლად, მათი მასობრივი გამრავლება გამოიწვია.
რაჭის ტყეებში (სადმელის უბანი) 1912-1913 წლებში, მოიჭრა უამრავი ხე, რამაც როგორც ქერქიჭამიების, ისე ღეროს სხვა მავნე მწერების მასობრივი გამრავლება გამოიწვია, ხოლო 1942-1945 წლებში, ღონისძიებების ჩაუტერებლობის მიზეზით, მავნე მწერები მასობრივად იმდენად გამრავლდნენ, რომ ბაღდათის რაიონის (მაშინდელი მაიაკოვსკის რაიონი) სატყეო მეურნეობაში, მილიონზე მეტი ხე გახმა.
ბოლო პერიოდში კლიმატის მყისიერმა ცვლილებებმა ისევ შეუწყო ხელი ქერქიჭამია მწერების მასიურ გამრავლება-გავრცელებას. მათი უარყოფითი ზემოქმედება განსაკუთრებით შეინიშნება ხანგრძლივი გვალვების დროს თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე. ამ დროს მცენარე ვერ ახერხებს ნიადაგიდან საკვების ათვისებას, რის გამოც ხეები სუსტდება და მასზე იოლად სახლდება მავნებელი, რის გამოც ხეები იწყებს ჯერ ხმობას შემდეგ კი კვდომას.

დასრულდა სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხულო-ღორჯომის სატყეოს კვარტალ ნაფლატში სადაც მოეწყო 1300მ ახალი და შეკეთდა 700მ არსებული გზა,კვარტალ საფილეთში მოეწყო 800მ ახალი და შეკეთდა 1200მ არსებული გზა.ზეგნის სატყეოს კვარტალ დიდი რიყეთში მოეწყო 400მ ახალი სატყეო სამეურნეო გზა,კვარტალ N-2-ში მოეწყო 400მ ახალი და შეკეთდა 500მ არსებული გზა. ხიხაძირის სატყეოს კვარტალი N-18-ში მოეწყო 1500მ ახალი და შეკეთდა 300მ არსებული გზა.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო სუბალპური ტყეების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით 2013 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში, წარმატებით დასრულდა ნაძვის დიდი ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერების - რიზოფაგუსების გამოყვანის პირველი ეტაპი, რომელთა ჩასახლება განხორციელდა ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციების ლაფანჭამიათი დაზიანებულ ტყის კორომებში.