სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მონიტორინგის სამსახური ახორციელებს, სატყეო ადმინისტრაციების ტყის ფონდში ჩადენილი ტყით სარგებლობის წესების დარღვევების აღრიცხვის და გამოვლენის მიზნით საშემოდგომო გეგმიურ და საკონტროლო რევიზიას
ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებით), ხულოს სატყეო ადმინისტრაციის, ღორჯომის სატეოში (მთა ბოდიში) მიმდინარეობს ,,მეტყევის სახლის/კორდონის“ მშენებლობა, სადაც ხშირად მოძრაობს სეზონურად სამთო მოიალაღე მოსახლეობა მთებში.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში, შპს ,, გეოგრაფიკი“-მა სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობა)ქედის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მართვის გეგმის პროექტი.ტყეთმოწყობითი სამუშოები ხორციელდება რამდენიმე ეტაპად და დასრულდება 2016 წლის დეკემბერში.
WWFკავკასიის წარმომადგენლობამ პროგრამის ,,სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესება, ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის“(ENPI FLEG2)-ფარგლებში ახალი პროგრამა განახორციელა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ს. ბოძაურის მიმდებარედ ტყის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა. პროექტი შემუშავებული იქნა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს ჩართულობით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს იგეგმება, გარემოს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კავკასიის წარმომადგენლობისა და აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა ერთობლივი შეხვედრა სოფ. ბოძაურის მოსახლეობასთან პროექტის შედეგების განხილვისა და საბოლო შეთანმების მიზნით.
გთხოვთ, დაინტერესებულ მხარეებს პროექტის ფარგლებში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და კომენტარები.
Environmental and Social Management Plan
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საქართველო) შერჩეულ ადგილზე სუბ-ალპური მთის ტყეების აღდგენის
გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა
ტყის აღდგენის ბუნებრივი პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, იქ სადაც იყო წიწვოვანების მასიური ხმობა და ჩატარდა სანიტარული ჭრები: ბესელაშვილები, ბუთურაული და ნიგაზეული, განხორციელდა დეგრადირებული ტყის უბნების შემოღობვა, ტყის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით. შემოიღობა ჯამში 100 ჰაზე მეტი ტყის ფართობი. შემოღობვამდე უბნები გაიწმინდა ნარჩენებისა და სარეველებისაგან, მომზადდა ნიადაგი და მიღებულ იქნა სხვა საჭირო ზომები. თითოეულ უბანთან დამონტაჟდა ბანერები.