2022 წლის ნოემბერში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის სატყეო მერნეობის სამხარეო სამმართველოს შორის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ორ დღიანი შეხვედრა, სადაც მეტყევე სპეციალისტებმა ერთობლივად დაათვალიერეს ართვინის ტყის სანიტარული მდგომარეობა, იმსჯელეს ტყის ზოგიერთი სახეობის გაუარესების გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში, შპს გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკი“-მა სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობა) შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მართვის გეგმის მასალები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები 20 სამუშაო დღეში.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2023 წლის პროგრამის ,,ტყის მოვლა-დაცვის“ ფარგლებში ახორციელებს ტყის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რაც სააგენტოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში, შპს გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკი“-მა სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსახილველად წარმოადგინა აჭარის სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობა) ხულოს სატყეო ადმინისტრაციისტყის მართვის გეგმის მასალები.
21 მარტი ,,ტყეების საერთაშორისო დღეა“. 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლიის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე, განადგურებული ტყის ტერიტორიის აღდგენა.
აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციების (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმა გამწვანების აქცია, სადაც დარგეს კრიპტომერიის, ფიჭვის, მუხის, აკაციის, ცაცხვის,იაპონური მუხის, რცხილის და კედარის ნერგებს სულ 1350 ძირი. ამ დღეს დაითესა სპეციალურად მომზადებულ ტერიტორიაზე კედრის ჯიშის თესლი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ თიკერში, ნერგების დარგვის აქციაში ქობულეთის სატყეო საგეენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სასტუმრო შერატონის წარმომადგენლებმა. სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაირგო აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, ფიჭვის და რცხილის ნერგები, სულ 1000 ძირამდე.
აქციის ფარგლებში, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ საჯარო სკოლის მოსწავლებს სადაც ისაუბრნენ ტყის მოვლისა და დაცვის მნიშვნელობაზე.