საქართველოში მწვანე მომხმარებლის დღე 2017 წლიდან აღინიშნება. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს თანამედროვე მომხმარებლური ქცევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების მოტივირებას, რათა მასობრივი, არამდგრადი მომხმარებლური ჩვევები მდგრადი და მწვანე არჩევანით ჩანაცვლდეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით,(კვირეულის ფარგლებში) სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ უმასპინძლა ქ. ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ ჩაუტარდათ ლექცია-სემინარი, მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
„მწვანე” მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროდუქტს, რომელიც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე (რესურსის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება, ექსპლუატაცია, უტილიზაცია) ნაკლებად აბინძურებს გარემოს. „მწვანე” პროდუქტი შეიძლება იყოს საკვები, სამომხმარებლო ელექტროტექნიკა, ავტომობილები, სასტუმრო და საბანკო მომსახურებაც კი.
ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღეები. ( world clean up day) ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ დაბინძურებულ ადგილებს ასუფთავებენ.
საქართველოში დასუფთავების მსოფლიო დღე 2010 წლიდან აღინიშნება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ქედის მუნიციპალეტიტის, სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული სატყეო ზონების დასუფთავება განხორციელდა.