ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • ბუნების ძეგლები

    ბუნების ძეგლები ,,წითელი ნუსხის სახეობები'' ...
    იხ. ვრცლად...
  • საინტერესო ადგილები

    აჭარის საინტერესო ადგილები
    იხ. ვრცლად...
  • ფოტო გალერეა

    იმოგზაურეთ ვირტუალურად ჩვენს კუთხეში
    იხ. ვრცლად...
  • ტერიტორიული ერთეულები

    სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები
    იხ. ვრცლად...

დედამიწის დღე

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ერგეს სატყეო უბანში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 200 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. დამატებით, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის უბანში 550 ძირი ნერგი გააშენეს.

აქციაში მონაწილეობდნენ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

დედამიწის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად განვითარებაში.

Pin It