სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდარ ცინცაძე, ქედის სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ ახალი ხელმძღვანელი ბეგლარ ბერიძე წარუდგინა.
ბეგლარ ბერიძეს სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ასევე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ქედის სატყეო ადმინისტრაციაში.
იგი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ინჟინერ-მეტყევის სპეციალობით (სასოფლო-სამეურნეო მიმართულება).
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი - ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
წარდგენის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, სადაც მხარეებმა სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.


