ადმინისტრაციული სამსახური : 422 27 28 93       



ქარ | ENG

Mobile menu

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე გასულ წლებში მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ოლადაურის სატყეოს კვარტალ №17 -ში საორიენტაციოდ 4 000 კბმ და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე № 36, 37, 50, 51, 53, 54, 55, კვარტლებში,   საორიენტაციოდ 3 000 კბ.მ გასულ წლებში მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად. 

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ამ განაცხადის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში.

 გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო წლის 1 დეკემბრამდე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის გადახდის საფუძველზე, დამზადებული მერქნული რესურსი სრულად გადაცემის სანაცვლოდ უზრუნველყოს, შუახევის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ოლადაურის სატყეოს კვარტალ №17 -ში საორიენტაციოდ 4 000 კბმ და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე №№ 36, 37, 50, 51, 53, 54, 55, კვარტლებში, საორიენტაციოდ 3 000 კბ.მ ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით დამზადება-ტყიდან გამოზიდვა.

გამარჯვებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდეს 1 მეტრი და მეტი სიგრძის, წვრილი თავიდან 8 სმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ხე-ტყის დაფირნიშება, თითოეულ გამოყენებულ ფირნიშზე შესაბამისი ღირებულების (1 ლარი) გადახდევინებით.

- გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა გადაიხადოს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების დანართი 4-ით განსაზღვრული ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმის გაცემისათვის 0,5 ლარი, , ფირნიშის გაცემისათვის 1 ლარი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 3 ლარი

- ხე-ტყის მოპოვების უფლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო კალენდარული წლის ბოლომდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის გადახდის საფუძველზე, დამზადებული მერქნული რესურსი სრულად გადაცემის სანაცვლოდ უზრუნველყოს, შესაბამისი სატყეო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ტყის მოვლის და აღდგენის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი სანიტარული ტყეკაფების სავარაუდოდ 7 000 კბმ ხე-ტყის გამოზიდვა, მათ შორის:

ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელება იყოფა ორ ლოტად სატყეო ადმინისტრაციების მიხედვით და განისაზღვროს გამარჯვებული პირისათვის შესასრულებელი ვალდებულებები კერძოდ:

ლოტი 1

-შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ოლადაურის სატყეოს კვ. №17 ში ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელება სავარაუდოდ 4 000 კბმ;

გამარჯვებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდეს 1 მეტრი და მეტი სიგრძის, წვრილი თავიდან 8 სმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ხე-ტყის დაფირნიშება.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულებით მითითებულ ვადებში უზრუნველყოს უბნის გაწმენდა ათვისებული მერქნის ნარჩენებისაგან და ტოტების 200 მდე დახრილობის ფერდობებზე დახურგვა 1 მ სიმაღლემდე, ხოლო 200   და მეტი დაქანების ფერდობებზე მოფანტვა.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებისათვის მიაწოდოს არანაკლებ 25 000 გრძივი მეტრი მოთუთიებული ეკლიანი მავთული კვეთა არანაკლებ 2,5 მმ-ის ან ორმაგი მავთულით თითოეულის კვეთა არანაკლებ 1,8 მმ.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 34 000 ლარის ოდენობით.

უპირატესობა მიენიჭოს პირს, რომელიც დამზადებულ ხე-ტყეს გადაამუშავებს ადგილობრივ საწარმოებში და ბრიკეტების/პალეტების წარმოების მოწყობას თავისი მოთხოვნის შემთხვევაში ან/და მოქმედი საწარმოებისათვის ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათვის ხელმისაწვდომობას.

ლოტი 2

- ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის აჭი-გოგიეთის სატყეოს კვ. № №36, 37, 50, 51, 53, 54, 55-ში ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელება, სავარაუდოდ 3 000 კბმ.

გამარჯვებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდეს 1 მეტრი და მეტი სიგრძის, წვრილი თავიდან 8 სმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ხე-ტყის დაფირნიშება.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულებით მითითებულ ვადებში უზრუნველყოს უბნის გაწმენდა ათვისებული მერქნის ნარჩენებისაგან და ტოტების 200 მდე დახრილობის ფერდობებზე დახურგვა 1 მ სიმაღლემდე, ხოლო 200  და მეტი დაქანების ფერდობებზე მოფანტვა.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებისათვის მიაწოდოს არანაკლებ 20 000 გრძივი მეტრი მოთუთიებული ეკლიანი მავთული კვეთა არანაკლებ 2,5 მმ-ის ან ორმაგი მავთულით თითოეულის კვეთა არანაკლებ 1,8 მმ.

გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 25 500 ლარის ოდენობით.

უპირატესობა მიენიჭოს პირს, რომელიც დამზადებულ ხე-ტყეს გადაამუშავებს ადგილობრივ საწარმოებში და ბრიკეტების/პალატების წარმოების მოწყობას თავისი მოთხოვნის შემთხვევაში ან/და მოქმედი საწარმოებისათვის ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათვის ხელმისაწვდომობას.

პრეტენდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, როგორც ორივე ლოტში ერთდროულად ისე ცალკ ცალკე.

ხელშეკრულების ვადები შეიძლება შეიცვალოს ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში.

             განცხადება ინტერესთა გამოხატვის შესახებ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნას (დალუქული სახით) 2021 წლის 10 ივნისის 18:00 საათამდე.

გამოქვეყნების თარიღი: 27 მაისი 2021 წ. 

Pin It